ელექტრიკოსი
Job description
" Royal Tulip Hotel & Casino " აცხადებს ვაკანსიას: ელექტრიკოსი ძირითადი მოვალეობები: ** ელექტრო სისტემების ყოველდღიური შემოწმება, დიაგნოსტიკა და მოვლა; ** ელექტრო ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების აღმოფხვრა; ** განათების სისტემების მონტაჟი, შეკეთება და მოვლა; ** ელექტრო ფარების, ავტომატების, კონდიციონერების, წყლის გამაცხელებლების და სხვა მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება; ** სტუმრების საჩივრებზე რეაგირება, რაც უკავშირდება ელექტრო საკითხებს ნომრებში ან სხვა საერთო სივრცეებში; ** მუშაობა ტექნიკურ გუნდთან ერთად სასტუმროს და კაზინოს ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ყველა სამუშაოს შესრულებისას. მოთხოვნები: ** ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სასტუმროსა და კაზინოს სფეროში); ** ცვლებში მუშაობის მზადყოფნა; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** ელექტრიკოსის პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10; ** სამუშაო განაკვეთი 5/2; ** ანაზღაურება 2000 ლარი ; ** კვებით უზრუნველყოფა; ** დაზღვევა. იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!