ელექტრიკოსი
Job description
კომპანია " ბეტა ენჯინეარინგი " აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება; ** ელექტრული ქსელებისა და მოწყობილობების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება; ** შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციისა და სხვა მოწყობილობა-დანადგარების ელექტრო მომსახურება, დაზიანების ან/და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა ან ახლით ჩანაცვლება; ** ელექტროსქემებისა და ტექნიკური ნახაზების მიხედვით მუშაობა; ** ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვა; ** დაკისრებული სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრული სისტემების, მოწყობილობებისა და მასალების კარგი ცოდნა; ** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას. დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: [email protected]