TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ელექტრიკოსი

ელექტრიკოსი

Royal Tulip Hotel & Casino თბილისი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ელექტრიკოსი ძირითადი მოვალეობები: ელექტრო სისტემების ყოველდღიური შემოწმება, დიაგნოსტიკა და მოვლა; ელექტრო ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების აღმოფხვრა; განათების სისტემების მონტაჟი, შეკეთება და მოვლა; ელექტრო ფარების, ავტომატების, კონდიციონერების, წყლის გამაცხელებლების და სხვა მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება; სტუმრების საჩივრებზე რეაგირება, რაც უკავშირდება ელექტრო საკითხებს ნომრებში ან სხვა საერთო სივრცეებში; მუშაობა ტექნიკურ გუნდთან ერთად სასტუმროს და კაზინოს ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ყველა სამუშაოს შესრულებისას. მოთხოვნები: ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სასტუმროსა და კაზინოს სფეროში); ცვლებში მუშაობის მზადყოფნა; ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია); ელექტრიკოსის პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი. პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10; სამუშაო განაკვეთი 5/2; ანაზღაურება 2000 ლარი; კვებით უზრუნველყოფა; დაზღვევა. იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!