TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ელექტრონული კომერციის მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი

ელექტრონული კომერციის მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. მე, საბინა ფირცხალაიშვილი, ვმუშაობ გორგიაში 10 წლის განმავლობაში, ამჟამად ვარ ელ.კომერციის ლოგისტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვაცხადებ ვაკანსიას მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება განავითაროს კომუნიკაციის, დეტალებზე ორიენტირების და გუნდური მუშაობის უნარები, ისწავლოს პრობლემების მარტივად მოგვარება, დაეუფლოს 1C პროგრამას და გამოამჟღავნოს წინსვლის სურვილი. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პრობლემურ ქეისებზე დროულად რეაგირება და მოგვარების გზების მოძებნა; პრობლემური საკითხების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლებთან; დაუსრულებელი ოპერაციების მონიტორინგი; გადაადგილების შექმნა/კონტროლი; სასაწყობე ქსელთან და ფილიალებთან მუდმივი კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!