TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ენერგეტიკოსი

ენერგეტიკოსი

დეკა ჯი Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში . ** ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** სქემების კითხვა: ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილი კითხვა და გაგება. ** პრაქტიკული უნარები: ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი). ** კაბელების მონტაჟი: საკაბელო ტრასების მონტაჟის, დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარები. ** დიაგნოსტიკა და გაზომვა: საზომი ხელსაწყოების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები) და სისტემური გაუმართაობების სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა. ** ელექტროტექნიკა: ელექტრომოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა ტიპის აპარატურის მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა. ** ძრავებთან მუშაობა: სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება. ** დაგეგმვა და ორგანიზება: სამონტაჟო, ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი. ** გუნდის მართვა: სარემონტო/სამონტაჟო პერსონალის ხელმძღვანელობის, მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი. ** კრიზისების მართვა: რთულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი. ** უსაფრთხოება: ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების, სტანდარტებისა და რეგულაციების ზედმიწევნით ცოდნა. ** ანალიტიკური უნარები: მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი. ** სასურველია: კიპისა (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა. მოვალეობები: დანადგარების მონტაჟის ეტაპზე: ** მონტაჟის უზრუნველყოფა: დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე პასუხისმგებლობა. ** პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი. ** ელექტრომომარაგების მომზადება: ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, ხონჩებში/ლოტკებში, ყუთებსა და მილებში). ** აწყობა და მონტაჟი: გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება. ** მოწყობილობების მიერთება: ელექტრომოწყობილობების ქსელებთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში. ** შესყიდვები და ლოგისტიკა: საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია. დანადგარების გაშვების შემდგომ: ** უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა: სისტემებისა და ელექტრომოწყობილობების ტექნიკურად სწორი ექსპლუატაცია, საიმედოობა და მუდმივი სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება. ** გეგმიური მომსახურება (ППР): პროფილაქტიკური რემონტების, გამოცდებისა და დათვალიერების გრაფიკების შემუშავება ერთიანი სისტემის შესაბამისად, მათი დამტკიცება და შესრულების მკაცრი კონტროლი. ** მოდერნიზაცია: მოძველებული მოწყობილობების ჩანაცვლების, სისტემის საიმედოობის ამაღლებისა და მოცდენის დროის/ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში; ** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ენერგეტიკი").