TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ენისა და მეტყველების თერაპევტი

ენისა და მეტყველების თერაპევტი

მიელინი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

"მიელინი " ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის ცენტრია. მისი მისიაა ბავშვთა საჭიროებების დროული აღმოჩენა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების შეთავაზება, მათ შორის: განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ მოზარდებისათვის. მეტი ინფორმაცია მიელინზე შეგიძლიათ იხილოთ: https://myelin.ge/ka კლინიკა "მიელინში" ვეძებთ მაღალი მოტივაციის, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და თბილ ადამიანს, რომელსაც ჩვენთან ერთად სურს გააუმჯობესოს ბავშვთა კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხი. ვეძებთ ენისა და მეტყველების თერაპევტს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს თვითგამოხატვაში, სამყაროსთან ადაპტაციასა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში. ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის კომუნიკაციური და სოციალური ფუნქციონირების შეფასება, მშობელთან/მზრუნველთან პირველადი ინტერვიუს ჩატარება; ** შეფასების შედეგების, შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება, მათი მშობლისთვის/მზრუნველისთვის გაცნობა; ** ბავშვის საჭიროებების, მუშაობის პროცესის, გამოყენებული მეთოდებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მშობლების/მზრუნველების ინფორმირება და ბავშვთან მუშაობის პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; ** მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაზიარება და ერთობლივი ინტერვენციების დაგეგმვა; ** ბავშვის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი პროფესიული დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის, ელექტრონულ სისტემებში/Google Drive-ზე); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში ან დაწყებით განათლებაში ან/და ენისა და მეტყველების აკრედიტირებული ტრენინგ-პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შესაბამისი პროფესიული განათლება); ** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან); ** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმუმ B1 (სასაუბრო) დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, PowerPoint, Google Drive). პიროვნული თვისებები და უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია; ** გამართული მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი; ** ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზრუნველი, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass-ზე წვდომა; ** ანაზღაურებადი ავადობის დღეები; ** კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. შერჩევის ეტაპები: კადრის შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: ** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან; ** საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სასურველია რეზიუმესთან ერთად გადმოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი: [email protected] საკონტაქტო ტელეფონები: +995 568 18 33 66 / +995 568 047 722 მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის #89ბ, საქართველო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: Facebook გვერდი: https://www.facebook.com/MyelinKutaisi ვებგვერდი: http://www.myelin.ge