ER რეგისტრატორი
Job description
" კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი " აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე. პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 ** ანაზღაურება: 1250 დარიცხული ** სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს) ძირითადი ფუნქციები: ** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია; ** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; ** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; ** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება; ** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; ** რუსული ენის ცოდნა; ** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] პირობების გასაგებად დარეკეთ ნომერზე: 555 95 55 78 მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N1, "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" III სართული. გისურვებთ წარმატებას!