TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი

ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი

Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP-სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე. სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსურ, IT, შესყიდვების, საწყობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებების გუნდებთან, გაეცნობა თანამედროვე ERP-სისტემის მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ERP სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ERP-სისტემაში მონაცემების ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა; ** ბიზნესპროცესების გაცნობა და მათი ERP-სისტემაში სწორად ასახვის პროცესში მონაწილეობა; ** შიდა მომხმარებლების მხარდაჭერა ERP-სისტემის ყოველდღიური გამოყენების პროცესში; ** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; ** ტექნიკური დავალებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა; ** ERP-სისტემის განვითარების პროცესში ვენდორსა და შიდა გუნდებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა; ** მონაცემთა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა; ** ERP-სისტემის ტესტირებასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი შემდეგი მიმართულებით: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები/საბუღალტრო აღრიცხვა, საინფორმაციო სისტემები, ინჟინერია; ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ERP-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** სწრაფი სწავლის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პრობლემების დადგენისა და გადაჭრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ტექნოლოგიებისა და ბიზნესპროცესების მიმართ ინტერესი. რას გთავაზობთ? ** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ERP-პროექტში; ** მენტორობას გამოცდილი ფინანსური, IT და ბიზნესპროცესების სპეციალისტებისგან; ** თანამედროვე ბიზნესპროცესების სიღრმისეულ გაცნობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას. დამატებითი ინფორმაცია: ** სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე; ** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1-საათიანი შესვენებით); ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 37/39. შერჩევის ეტაპები ** ზოგადი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ტესტირება; ** გასაუბრება. განაცხადის მიღება: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.