ესპანური ენის მასწავლებელი
Job description
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს ესპანური ენის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება. ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ესპანური ენის მასწავლებელს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შესაბამისი უმაღლესი განათლება მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება კომპიუტერული საოფისე სრულყოფილი ცოდნა უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ეფექტური კომუნიკაცია ორგანიზებულობა კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა კრეატიულობა გუნდური მუშაობის უნარი პუნქტუალურობა კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხეთვით. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]