ესპანური ენის მასწავლებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი - ამერიკული სექტორი
Job description
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლამ“ გასულ სასწავლო წელს მოიპოვა „American International Accreditation Program”-ის უცხოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ინგლისურ ენაზე განხორციელების უფლება. მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10 ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით, სკოლა აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას ამერიკული სექტორისთვის შემდეგი საგნების მასწავლებლების პოზიციებზე: ესპანური ენის მასწავლებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი პირობები და ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი - საათობრივი დატვირთვა სკოლა გთავაზობთ საკმაოდ მაღალ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ძირითადი მოვალეობები: სასწავლო პროცესის წარმართვა ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად; ინგლისურ ენაზე ინტერაქციული, პრაქტიკული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება (ICT-ისთვის: პრაქტიკული მუშაობა კომპიუტერულ ლაბორატორიაში); მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება; პოზიტიური, უსაფრთხო და აკადემიური საკლასო გარემოს შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში, IT-ში, მეცნიერებებში ან განათლების სფეროში); ინგლისური ენის უზადო ფლობა (C1/C2 დონე) — სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე; შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო ან ამერიკულ პროგრამაში); თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო პლატფორმების ფლობა; ძლიერი კლასის მართვისა და კომუნიკაციის უნარები. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) როგორც ინგლისურ,ისე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.