ეტიკეტირებისა და ანოტაციების სპეციალისტი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ეტიკეტირებისა და ანოტაციების სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრ. ხანთძელის N2. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30 სთ. დასვენება: კვირაში 2 დღე. ანაზღაურება: 1000- 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციაზე სტიკერებისა და ანოტაციების სწორად და ხარისხიანად დაკვრა; ** პროდუქციის ვიზუალური შემოწმება სტიკერისა და ანოტაციის სიზუსტეზე; ** სამუშაო პროცესში ხარისხის სტანდარტებისა და ვადების დაცვა; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაოების შესრულება. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. Tel: 595089796 გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."