Event Manager
Job description
ღონისძიებების მენეჯერი (AKA დაუვიწყარი გამოცდილებების არქიტექტორი) თამაშობანა უკვე 11 წელია ბაზარზე საბავშვო გამოცდილებებსა და თავგადასავლებს ქმნის. ყოველი დაბადების დღე, ვორქშოპი, სპექტაკლი, ბანაკი, ღონისძიება არის გამოცდილება, რომლებიც ბავშვებს დიდხანს ახსოვთ. და ახლა ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ თავგადასავლების მთავარი შემოქმედი გახდება. რას გააკეთებ? 🎈 ჩართული იქნები ახალ ღონისძიებებსა და გამოცდილებების შექმნაში 🎈 კონცეფციიდან - აღსრულებამდე იქნები ყველაზე სახალისო პროექტების ხელმძღვანელი 🎈 დაგეგმავ ღონისძიებას 🎈 შექმნი ბიუჯეტს 🎈 ითანამშრომლებ მომწოდებლებთან, პარტნიორებთანა და შემსრულებლებთან 🎈 მართავ პროექტის ვადებს 🎈 კოორდინაციას გაუწევ დეკორაციებს, პროგრამას, ტექნიკურ ნაწილსა და მთელ გუნდს 🎈 ღონისძიების დასრულების შემდეგ შეაფასებ შედეგებს და დაგეგმავ გაუმჯობესებებს ვეძებთ ადამიანს, რომელიც… ✔️ შეუძლია პატარა დეტალებში დიდი ხალისის ჩადება ✔️ პრობლემებს აქცევს შესაძლებლობებად ✔️ მშვიდად მუშაობს მაშინაც კი, როცა გარშემო ქაოსია ✔️ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა ✔️ შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება ✔️ ფიქრობს სტუმრის გამოცდილებაზე ✔️ არ ელოდება დავალებას - თავად იწყებს მოქმედებას ✔️ უყვარს ის, რასაც აკეთებს ✔️ ბევრს ითამაშებს თამაშობანას გუნდთან ერთად დამატებითი პრიორიტეტები: ✨ გაქვს ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება ✨ გიმუშავია ბავშვებთან ან საოჯახო ღონისძიებებზე ✨ კარგად ფლობ Excel-სა და Google Sheets-ს ✨ შეგიძლია პრეზენტაციების მომზადება ✨ გიყვარს სისტემების შექმნა როგორ შევაფასებთ შენს წარმატებას? როცა: 🎉 ბავშვებს წასვლა აღარ ენდომებათ 👨👩👧 მშობლები ბედნიერები იქნებიან 🤝 პარტნიორებს ჩვენთან განმეორებითი თანამშრომლობა ენდომებათ 🎈 როცა ჩვენი გუნდი იკითხავს: “კიდევ როდის შევქმნით ასეთ ღონისძიებას?” რატომ თამაშობანა? იმიტომ, რომ აქ არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს; მოსვლიდან ერთ კვირაში შეიძლება შექმნა საქართველოში წამყვანი კომპანიის ყველაზე დიდი საოჯახო დღესასწაული; თამაშობანაში სილაღე და თამაში ჩვენი განუყოფელი ღირებულებაა; ჩვენთან ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი ერთად აღვნიშნავთ ჩვენს წარმატებებს! 🎪 ვისაც უნდა თამაში: გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე: [email protected] და სათაურში მიაწერე პოზიციის დასახელება.