TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Excel Mentor GEO

Excel Mentor GEO

Posted Jul 14, 2026 14h ago

Job description

About Academy of the Digital Industries ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. როლის მოკლე აღწერა ვეძებთ გამოცდილ და ცოდნის გაზიარებით მოტივირებულ Microsoft Excel მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას როგორც დამწყები, ისე მოწინავე დონის პროფესიონალებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა Excel-ის ექსპერტი, რომელსაც აქვს ბიზნეს ანალიტიკის, ფინანსების, ანგარიშგების ან მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება. სიამოვნებს სხვებისთვის ცოდნის გაზიარება და იმ უნარების განვითარებაში დახმარება, რომლებიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოადგებათ. მენტორი სტუდენტებს გაუძღვება თანამედროვე Excel-ის სამუშაო პროცესებში — საბაზისო ცხრილებიდან და ფორმულებიდან დაწყებული, მონაცემთა ანალიზით, ავტომატიზაციითა და დეშბორდების შექმნით დასრულებული — რეალურ ბიზნეს სცენარებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაფუძნებით. ძირითადი მოვალეობები: გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას. წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით, რეალურ ბიზნეს, ფინანსურ და ანალიტიკურ მაგალითებზე დაფუძნებით და არა მხოლოდ თეორიაზე. ასწავლოთ Microsoft Excel დამწყები დონიდან მოწინავე დონემდე — ცხრილების მართვა, ფორმულები, ანგარიშგება და ავტომატიზაცია. გააცნოთ სტუდენტებს Microsoft Excel 365-ის თანამედროვე ფუნქციები, მათ შორის Power Query, Dynamic Arrays, ინტერაქტიული დეშბორდები და პროდუქტიულობის თანამედროვე ინსტრუმენტები. ასწავლოთ ანალიტიკური ფუნქციები, როგორიცაა XLOOKUP, INDEX/MATCH, Pivot Tables, პირობითი ლოგიკა და მონაცემთა ვალიდაცია. უხელმძღვანელოთ სტუდენტებს მონაცემთა გაწმენდის, ტრანსფორმაციის, ანგარიშგებისა და ვიზუალიზაციის პროცესებში Excel-ის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით. შეამოწმოთ დავალებები, აკონტროლოთ სტუდენტების პროგრესი და მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კურსის განმავლობაში. დაეხმაროთ სტუდენტებს პრაქტიკული პროექტების შესრულებაში და შეაფასოთ მათი საბოლოო ნამუშევრები. საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ პრაქტიკული სავარჯიშოები და სასწავლო მასალები, რათა შეესაბამებოდეს ინდუსტრიის მიმდინარე სტანდარტებსა და Excel-ის განვითარებად შესაძლებლობებს. შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო. იყოთ ინფორმირებული Microsoft Excel-ის უახლეს ფუნქციებზე, AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტიულობის ინსტრუმენტებზე (მაგალითად, Microsoft Copilot და ChatGPT) და მონაცემთა ანალიზის საუკეთესო პრაქტიკებზე და მათი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: Excel-ის საფუძვლები ფორმულები და ფუნქციები მონაცემთა გაწმენდა და ვალიდაცია Pivot Tables და მონაცემთა ანალიზი Power Query Dynamic Arrays დეშბორდები და მონაცემთა ვიზუალიზაცია ავტომატიზაცია და პროდუქტიულობის ინსტრუმენტები AI Excel-ში დასკვნითი პრაქტიკული პროექტი ძირითად მოთხოვნები: 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკაში, ფინანსებში, ანგარიშგებაში, მონაცემთა ანალიზში ან მსგავს სფეროში. Microsoft Excel 365-ის მაღალ დონეზე ფლობა. ღრმა ცოდნა მოწინავე Excel-ის ფორმულებში, მათ შორის XLOOKUP, INDEX/MATCH, ლოგიკური ფუნქციები, საძიებო ფუნქციები და Pivot Tables. Power Query-ის პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება მონაცემთა გაწმენდის, ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციისთვის. Excel-ში დეშბორდების, ანგარიშებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციების შექმნის გამოცდილება. VBA მაკროების ცოდნა ან Microsoft Copilot-ისა და ChatGPT-ის ინტეგრაციის გამოცდილება Excel-ის სამუშაო პროცესებში ჩაითვლება უპირატესობად. სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი. ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რთული ტექნიკური საკითხების ნათლად, მარტივად და საინტერესოდ ახსნის უნარი. ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები. შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. სხვადასხვა დონის სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი — სრულად დამწყებებიდან მოწინავე მომხმარებლებამდე. მენტორობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად. ქართული ენის თავისუფალი ფლობა (C2). ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს; დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას; 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში; ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას; სწავლებისა და განვითარების პროგრამას; რეფერალ პროგრამას; კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.