---
title: FINA-ს ოპერატორი
description: აზიური სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აცხადებს ვაკანსიას FINA-ს ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** FINA-ს პროგრამაში მუშაობა — მენიუს მართვა, კერძების, ფასებისა და კალკულაციების დამატება/
---

# FINA-ს ოპერატორი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-14  
**Apply by:** 2026-10-14

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=752608)

## Job description

აზიური სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აცხადებს ვაკანსიას FINA-ს ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** FINA-ს პროგრამაში მუშაობა — მენიუს მართვა, კერძების, ფასებისა და კალკულაციების დამატება/რედაქტირება; ** რესტორნების სალაროების ნაშთისა და სალაროებზე განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური კონტროლი; ** მოლარე-ოპერატორებთან კომუნიკაცია, მათი მხარდაჭერა და საჭირო საკითხების ოპერატიულად მოგვარება; ** Delivery პლატფორმების (Glovo/Wolt) მართვა — მენიუსა და ფასების ცვლილება, ფასდაკლებებისა და აქციების ჩართვა/გამორთვა Delivery პლატფორმის მენეჯერთან შეთანხმებით; ** Delivery შეკვეთებთან დაკავშირებული ჯარიმებისა და ჩამოჭრილი თანხების ყოველდღიური კონტროლი; ** თვის ბოლოს შესაბამისი რეპორტების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება — სავალდებულოა; ** კვების/რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება — სასურველია; ** სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია; ** Excel-ის ცოდნა — სასურველია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და ოპერატიულობა; ** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: Glovo/Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის — საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში შეგასწავლით. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი და გაქვს FINA-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, გელოდებით ჩვენს გუნდში. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** ანაზღაურება: შეთანხმებით განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: dzimistarishvilililu@gmail.com . განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: FINA-ს ოპერატორი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=FINA-%E1%83%A1+%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
