TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

teliani-valley Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

სს " თელიანი ველი " აცხადებს ვაკანსიას გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახეთის რეგიონში. სამუშაო ადგილი: თელავის, ყვარლისა და გურჯაანის საწარმოები. სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თელავის, ყვარლისა და გურჯაანის ღვინის საწარმოების ლაბორატორიების მუშაობის საერთო კოორდინაცია, მართვა და ერთიანი სტანდარტების დანერგვა/კონტროლი; ** ლაბორატორიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის მართვა; ** დაქვემდებარებული პერსონალის (სამივე ლოკაციაზე) ეფექტური ხელმძღვანელობა, სამუშაოების დელეგირება და სპეციალური ტესტების, პროცედურებისა თუ გამოკვლევების პროცესში მითითებების მიცემა; ** ლაბორატორიის მუშაობისთვის საჭირო ტიტრული ხსნარებისა და ინდიკატორების დამზადების კონტროლი/უზრუნველყოფა; ** ლაბორატორიული აპარატებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობის კონტროლი: საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების მონიტორინგი; ** გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის ტკბილში შაქრიანობის, ტიტრული მჟავიანობისა და pH-ის რეგულირებისთვის მჟავის საჭირო რაოდენობის დადგენა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** ტკბილის ალკოჰოლურ დუღილზე სისტემატური დაკვირვების წარმოება და შაქრის დაშლის, ალკოჰოლის წარმოქმნის, ტიტრული და მქროლავი მჟავების შემცველობის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკის განსაზღვრა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** ალკოჰოლური დუღილის ბოლოს, ვაშლ-რძემჟავა დუღილის მიმდინარეობის ინტენსივობის განსაზღვრა ორგანულ მჟავათა შემცველობის ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენების საფუძველზე; ** შემოსული ღვინისა და ღვინომასალების სრული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** წარმოების ყველა ეტაპზე ღვინოების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრების გაკონტროლება (სიმაგრე, ტიტრული მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდი, შაქარი, რკინა, ექსტრაქტი, საფუარის დათვლა) და დგომის დროს იგივე მაჩვენებლების პერიოდული გადამოწმება; ** ტექნოლოგიური პროცესების მსვლელობის კონტროლი, ტესტებისა და ანალიზების შედეგებზე დამყარებული პროცესების რეგულირება, სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება, მეღვინე-ტექნოლოგთან ერთად დასამუშავებლად საჭირო ნივთიერებების დადგენა და შესაბამისი მეთოდების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ** კუპაჟების შედგენასა და პროდუქციის დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება; ** ფილტრაციის ტესტირება ჩამოსასხმელი ღვინის მზადყოფნის განსასაზღვრად და ღვინის სტაბილიზაციაზე შემოწმება; ** მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება, ჩამოსხმული ღვინისთვის სრული ანალიზების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (ქიმია, კვების მრეწველობის ტექნოლოგია, მეღვინეობა ან მომიჯნავე სფერო); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მეღვინეობის სფეროში (სავალდებულოა მინიმუმ ერთი რთველის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება); ** ინგლისური ან/და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება; ** საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონმდებლობით გათვალისწინებული ლაბორატორიული მოთხოვნების ცოდნა; ** ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების (ISO, HACCP) ცოდნა; ** მეღვინეობის საბაზისო ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და რეგიონის მასშტაბით აქტიური გადაადგილების მზაობა (საკუთარი ავტომანქანის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები; ** ორგანიზებულობა და საქმის დელეგირების უნარი; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი მრავალპროფილურ გარემოში; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. გარანტიები: ** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებითა და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. ** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. სამუშაო განაკვეთი: სრული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით (გამოსაცდელი ვადით) შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება "თელიანი ველის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203855444) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას, და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორე