TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გამოცდილი მზარეული, დამწყები მზარეული

გამოცდილი მზარეული, დამწყები მზარეული

Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 24, 2026

Job description

თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: 1) გამოცდილი მზარეული ვეძებთ გამოცდილ მზარეულს ჩვენს მექსიკურ ბარში თბილისში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 7-8 საათი დღეში, კვირაში 5 სამუშაო დღე; ** ანაზღაურება: შეთანხმებით. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1-2 წელი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავე, მოწესრიგებულობა და პროფესიონალური დამოკიდებულება; ** გუნდში მუშაობის უნარი. ** მექსიკურ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატს ჰქონდეს სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება, იყოს პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული და მზად ახალი ცოდნის მისაღებად. კარგი შედეგებისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში არსებობს მთავარი მზარეულის პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა. 2) დამწყები მზარეული ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე. ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი. სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია. სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე. სამუშაო საათები: დღეში 7-8 საათი ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული. გისურვებთ წარმატებას!