TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გამოცდილი სესხის ოფიცერი

გამოცდილი სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი ქუთაისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Jul 29, 2026

Job description

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გამოცდილი სესხის ოფიცერი ქუთაისის სერვისცენტრში, ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. სამუშაოს აღწერა: ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა; სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა; არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები; ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში; მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე; გაყიდვებისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები; გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ანალიტიკური აზროვნება; გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! #გახდიკრედოელი განცხადების მიღების ვადა: 29 ივლისი 2026 წელი.