გამყვანი ტურ-ოპერატორი
Job description
შემოუერთდი Promethea Voyages-ის გუნდს! Promethea Voyages აცხადებს ვაკანსიას: გამყვანი ტურ-ოპერატორი (Outgoing Tourism) Promethea Voyages ერთ-ერთი წამყვანი ტუროპერატორია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან, ავიაკომპანიებთან და საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებთან. თუ გსურს იმუშაო საერთაშორისო გარემოში, მუდმივად განავითარო პროფესიული ცოდნა და გახდე ძლიერი, გამოცდილ გუნდში მნიშვნელოვანი წევრი, გიწვევთ შემოუერთდე Promethea Voyages-ს. ძირითადი მოვალეობები კლიენტის საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული სამოგზაურო პროდუქტის შეთავაზება; ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა, ორგანიზება და გაყიდვა; ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია; სასტუმროების, ავიაბილეთებისა და სხვა ტურისტული სერვისების დაჯავშნა და რეზერვაციების სრული მართვა; ტურისტული პროდუქტებისა და პარტნიორული ბაზის განახლება და განვითარება საქართველოში და საზღვარგარეთ; გაყიდვებისა და შესრულებული საქმიანობის რეპორტინგი. CRM სისტემაში მუშაობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); რუსული და/ან ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტუროპერატორის ან მსგავს პოზიციაზე; ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; MS Office-ის პროგრამების პრაქტიკული ცოდნა. პიროვნული უნარები ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას – ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი თითოეული გაყიდული პროდუქტიდან (შემოსავლის მიღების შესაძლებლობა 2 500 ლარიდან, გამოცდილებისა და პროფესიული შედეგების შესაბამისად); კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტს; პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილეობას; თანამედროვე, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; სტაბილურ კომპანიაში გრძელვადიანი კარიერის განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:30 შაბათი და კვირა – დასვენების დღე. როგორ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი? თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება, პროფესიული უნარები და მოტივაცია შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: Outgoing Tour Operator გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები. გისურვებთ წარმატებას!