გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი
Job description
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე: VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს. კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. სამუშაო განაკვეთი: სრული. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო დრო: 09:00-18:00 ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: მცენარეების განაშენიანების პროცესის დაგეგმარება და განხორციელების უზრუნველყოფა; ნიადაგის დამუშავებისა და საჭირო მინერალების შეტანის პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება; მცენარეების დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და სამუშაოების ჩაბარება; დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირება; მცენარეების მოვლის პროცესის (მოვლა, გადარგვა, შეწამვლა, გასხვლა და ა.შ) დაგეგმვა და დავალების განაწილება მებაღეებისთვის; შესრულებული სამუშაოს მეთვალყურეობა და კონტროლი; მცენარეების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად სარწყავი პროცესის დაგეგმვა და დაცვის მონიტორინგი (სიხშირე; რაოდენობა და ა.შ); მწვანე საფარის ხარისხისა და დასუფთავების კონტროლი; სარწყავი სისტემების მოწყობის უზრუნველყოფა საჭიროების შესაბამისად, გამართულობის კონტროლი და შეფერხების შემთხვევაში საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და ხარვეზის აღმოფხვრის უზრუნველყოფა; მცენარეების გამრავლება, გადარგვა მსგავს სამუშაოებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და პროცესის დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა; დეკორატიული ხეების, ბუჩქების, ხვიარა მცენარეების სხვლა-ფორმირების პროცესის ორგანიზება და კონტროლი; სეზონურად მცენარეების მოვლის სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების პროცესის დაგეგმვა, გაწერა, შესრულების უზრუნველყოფა; მცენარეების მოვლის საშუალებების, ინვენტარისა და სხვა რესურსების მარაგების კონტროლი და შესყიდვების უზრუნველყოფა; მებაღეების სამუშაოების დაგეგმვა, კონტროლი და შეფასება; მებაღეების სამუშაო გრაფიკების შექმნა და დაცვის კონტროლი; მებაღეების აყვანა-დაქირავებისა და ტრენინგების პროცესის კოორდინირება. დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრონომიის, მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინის ან მონათესავე მიმართულებით; სასურველია გამწვანების, სამებაღეო ან ლანდშაფტის მოვლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; მცენარეების მოვლის, ნიადაგის დამუშავების, სეზონური სამუშაოებისა და მცენარეთა დაცვის საბაზისო ცოდნა; გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი; MS Office-ის (Word, Excel) საბაზისო ცოდნა; პიროვნული უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ვაკანსიის ბოლო ვადაა 2026 წლის 2 აგვისტო. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც. გისურვებთ წარმატებას! იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი: https://vr.selfrecruit.ge/s/x61Gy