title: "განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის at UN FAO"
description: "განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემის განაცხადების მ"

# განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის

**Company:** UN FAO
**Location:** Georgia
**Posted:** 2026-11-27
**Apply by:** 2026-11-30

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=771129)

## Job description

განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემის განაცხადების მიღება ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა" ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა, სურსათის წარმოების გაუმჯობესება და, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის დაძლევა, განსაკუთრებული აქცენტით უთანასწორობის შემცირებაზე. მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობა პოტენციურ ბენეფიციარებს დაეხმარება მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში, ან მისცემს მათ ახალ ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას. საინვესტიციო მხარდაჭერა ხორციელდება თანამონაწილეობრივი გრანტის მოდელით და მიზნად ისახავს ბენეფიციარების წახალისებას გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვაში, გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმების შემუშავებასა და, საბოლოოდ, მდგრადი ეკონომიკური მედეგობის ხელშეწყობაში. ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა: გრანტის ბენეფიციარები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური პირები - ფერმერები და ბიზნეს მეწარმეები, ასევე ორგანიზაციები, მათ შორის მოგებაზე ორიენტირებული და არაკომერციული პირები, კოოპერატივები, ასოციაციები, ბიზნეს კომპანიები, ფერმერთა/მწარმოებელთა ჯგუფები. სამიზნე სფეროები: სოფლის მეურნეობა: ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა (მათ შორის კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურები), მრავალწლოვანი კულტურები (მათ შორის დაფნა და ჩაი), რძის პროდუქტები, მეცხოველეობა (ღორი & ძროხა-მხოლოდ პირველადი წარმოება), მეფრინველეობა (მხოლოდ პირველადი წარმოება), მეფუტკრეობა საინვესტიციო მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგი აქტივების შესყიდვას: 1. მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის; 2. დანადგარები გადამამუშავებელი წარმოებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის უზრუნველსაყოფად (გარდა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ღირებულებათა ჯაჭვებისა) 3. შესაფუთი და მარკირების მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები. სამიზნე მუნიციპალიტეტები: კასპი და მარტვილი . შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები:
• აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• უნდა ცხოვრობდეს და/ან ეწეოდეს საქმიანობას ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში (კასპი / მარტვილი);
• ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება შერჩეულ საინვესტიციო სფეროში;
• ინვესტიციისთვის საჭირო შესაბამისი რესურსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს მითითებულია შერჩევის სპეციფიკურ კრიტერიუმებში;
• შეეძლოს ფინანსური ან არაფულადი თანამონაწილეობის გაღება, გრანტის კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული წესით;
• საინვესტიციო სქემაში მონაწილე ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული სუბიექტი. კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ჩამოტვირთეთ თანდართული დოკუმენტი — "სახელმძღვანელო აპლიკანტთა კრიტერიუმებისა და მოთხოვნების შესახებ" (Zip-ფაილი). გრანტის ოდენობა: 1, 000-10, 000 აშშ დოლარი თანამონაწილეობის მოთხოვნები: შერჩეულმა ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ პროექტის მთლიანი ღირებულების 30 პროცენტიანი ფინანსური თანამონაწილეობა, გარდა ქალებისა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისა, რომელთაც შეუძლიათ 15 პროცენტიანი თანამონაწილეობის გაღება. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს უფლება აქვთ უზრუნველყონ არაფულადი თანამონაწილეობაც. განაცხადების წარდგენა და ვადები: განაცხადის ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ბმულზე გადასვლა და ატვირთული უნდა იყოს ყველა თანდართული დოკუმენტი, როგორც ეს მითითებულია განაცხადის ფორმაში. განაცხადის შევსება შესაძლებელია ინგლისურ ან ქართულ ენებზე 2027 წლის 1 იანვრამდე. განაცხადის ფორმა ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბიუჯეტის, მოთხოვნილი აღჭურვილობის ტექნიკური სპეციფიკაციებისა და მომწოდებლის შესახებ. განაცხადის წარმდგენმა/გრანტის მიმღებმა წინასწარ უნდა შეარჩიოს მომწოდებელი და შეათანხმოს მასთან აღჭურვილობის შესყიდვის პირობები. FAO გადაამოწმებს განაცხადში მითითებულ ფასებს და შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოითხოვოს მომწოდებლის შეცვლა. ინვესტიციების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, შერჩევის შემთხვევაში, გრანტის მიმღებმა საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მომწოდებელს უნდა გადაუხადოს ავანსი. FAO-ს მიერ თანადაფინანსების წილის გადახდა განხორციელდება უშუალოდ მომწოდებელთან, მას შემდეგ, რაც გრანტის მიმღები გადაიხდის თავის თანამონაწილეობის წილს და მომწოდებელი უზრუნველყოფს აღჭურვილობის ფაქტობრივ მოწოდებასა და მონტაჟს. არაფულადი თანამონაწილეობის შემთხვევაში, რომელზეც, თანდართულ გზამკვლევში მითითებული პირობების შესაბამისად, უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს, გრანტის მიმღების მიერ არაფულადი თანამონაწილეობის დადასტურებისთანავე FAO მომწოდებელს გადაუხდის გრანტის 50 პროცენტის ოდენობის ავანსს. აღჭურვილობის მოწოდებისა და მონტაჟის შემდეგ, FAO მომწოდებელს გადაუხდის დარჩენილ თანხას. საკონტაქტო ინფორმაცია: განაცხადების მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FAO-ს ადგილობრივ მუნიციპალურ კოორდინატორებს: მარტვილის მუნიციპალიტეტი: თამარ თოდუა - ტელ: 557 011 102 ელ-ფოსტა: Tamar.Todua@fao.org კასპის მუნიციპალიტეტი: ლევან მუმლაძე - ტელ: 577 080 500, ელ-ფოსტა: Levan.Mumladze@fao.org საგრანტო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: GE-Investment-scheme@fao.org , ან ტელეფონის ნომრებზე: (+995) 599 085 329 და (+995) 511 401 022. საჩივრის წარდგენის მექანიზმი ამ სქემის განხორციელების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა საჩივრების წარდგენის მექანიზმი (GRM). აღნიშნული მექანიზმი საქართველოში FAO-ს პროგრამების ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს გამჭვირვალე, ეფექტიან და ოპერატიულ პროცესს საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად, პრობლემების გადასაჭრელად და უკუკავშირის მისაღებად. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: FAOGE-ComplaintsAustrainproject@fao.org ან ნომერზ

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D+%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის","description":"
განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემის განაცხადების მიღება ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ დაფინანსებული პროექტის \"ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა\" ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა, სურსათის წარმოების გაუმჯობესება და, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის დაძლევა, განსაკუთრებული აქცენტით უთანასწორობის შემცირებაზე. მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობა პოტენციურ ბენეფიციარებს დაეხმარება მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში, ან მისცემს მათ ახალ ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას. საინვესტიციო მხარდაჭერა ხორციელდება თანამონაწილეობრივი გრანტის მოდელით და მიზნად ისახავს ბენეფიციარების წახალისებას გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვაში, გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმების შემუშავებასა და, საბოლოოდ, მდგრადი ეკონომიკური მედეგობის ხელშეწყობაში. ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა: გრანტის ბენეფიციარები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური პირები - ფერმერები და ბიზნეს მეწარმეები, ასევე ორგანიზაციები, მათ შორის მოგებაზე ორიენტირებული და არაკომერციული პირები, კოოპერატივები, ასოციაციები, ბიზნეს კომპანიები, ფერმერთა/მწარმოებელთა ჯგუფები. სამიზნე სფეროები: სოფლის მეურნეობა: ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა (მათ შორის კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურები), მრავალწლოვანი კულტურები (მათ შორის დაფნა და ჩაი), რძის პროდუქტები, მეცხოველეობა (ღორი & ძროხა-მხოლოდ პირველადი წარმოება), მეფრინველეობა (მხოლოდ პირველადი წარმოება), მეფუტკრეობა საინვესტიციო მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგი აქტივების შესყიდვას: 1. მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის; 2. დანადგარები გადამამუშავებელი წარმოებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის უზრუნველსაყოფად (გარდა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ღირებულებათა ჯაჭვებისა) 3. შესაფუთი და მარკირების მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები. სამიზნე მუნიციპალიტეტები: კასპი და მარტვილი . შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები:
• აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• უნდა ცხოვრობდეს და/ან ეწეოდეს საქმიანობას ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში (კასპი / მარტვილი);
• ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება შერჩეულ საინვესტიციო სფეროში;
• ინვესტიციისთვის საჭირო შესაბამისი რესურსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს მითითებულია შერჩევის სპეციფიკურ კრიტერიუმებში;
• შეეძლოს ფინანსური ან არაფულადი თანამონაწილეობის გაღება, გრანტის კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული წესით;
• საინვესტიციო სქემაში მონაწილე ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული სუბიექტი. კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ჩამოტვირთეთ თანდართული დოკუმენტი — \"სახელმძღვანელო აპლიკანტთა კრიტერიუმებისა და მოთხოვნების შესახებ\" (Zip-ფაილი). გრანტის ოდენობა: 1, 000-10, 000 აშშ დოლარი თანამონაწილეობის მოთხოვნები: შერჩეულმა ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ პროექტის მთლიანი ღირებულების 30 პროცენტიანი ფინანსური თანამონაწილეობა, გარდა ქალებისა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისა, რომელთაც შეუძლიათ 15 პროცენტიანი თანამონაწილეობის გაღება. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს უფლება აქვთ უზრუნველყონ არაფულადი თანამონაწილეობაც. განაცხადების წარდგენა და ვადები: განაცხადის ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ბმულზე გადასვლა და ატვირთული უნდა იყოს ყველა თანდართული დოკუმენტი, როგორც ეს მითითებულია განაცხადის ფორმაში. განაცხადის შევსება შესაძლებელია ინგლისურ ან ქართულ ენებზე 2027 წლის 1 იანვრამდე. განაცხადის ფორმა ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბიუჯეტის, მოთხოვნილი აღჭურვილობის ტექნიკური სპეციფიკაციებისა და მომწოდებლის შესახებ. განაცხადის წარმდგენმა/გრანტის მიმღებმა წინასწარ უნდა შეარჩიოს მომწოდებელი და შეათანხმოს მასთან აღჭურვილობის შესყიდვის პირობები. FAO გადაამოწმებს განაცხადში მითითებულ ფასებს და შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოითხოვოს მომწოდებლის შეცვლა. ინვესტიციების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, შერჩევის შემთხვევაში, გრანტის მიმღებმა საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მომწოდებელს უნდა გადაუხადოს ავანსი. FAO-ს მიერ თანადაფინანსების წილის გადახდა განხორციელდება უშუალოდ მომწოდებელთან, მას შემდეგ, რაც გრანტის მიმღები გადაიხდის თავის თანამონაწილეობის წილს და მომწოდებელი უზრუნველყოფს აღჭურვილობის ფაქტობრივ მოწოდებასა და მონტაჟს. არაფულადი თანამონაწილეობის შემთხვევაში, რომელზეც, თანდართულ გზამკვლევში მითითებული პირობების შესაბამისად, უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს, გრანტის მიმღების მიერ არაფულადი თანამონაწილეობის დადასტურებისთანავე FAO მომწოდებელს გადაუხდის გრანტის 50 პროცენტის ოდენობის ავანსს. აღჭურვილობის მოწოდებისა და მონტაჟის შემდეგ, FAO მომწოდებელს გადაუხდის დარჩენილ თანხას. საკონტაქტო ინფორმაცია: განაცხადების მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FAO-ს ადგილობრივ მუნიციპალურ კოორდინატორებს: მარტვილის მუნიციპალიტეტი: თამარ თოდუა - ტელ: 557 011 102 ელ-ფოსტა: Tamar.Todua@fao.org კასპის მუნიციპალიტეტი: ლევან მუმლაძე - ტელ: 577 080 500, ელ-ფოსტა: Levan.Mumladze@fao.org საგრანტო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: GE-Investment-scheme@fao.org , ან ტელეფონის ნომრებზე: (+995) 599 085 329 და (+995) 511 401 022. საჩივრის წარდგენის მექანიზმი ამ სქემის განხორციელების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა საჩივრების წარდგენის მექანიზმი (GRM). აღნიშნული მექანიზმი საქართველოში FAO-ს პროგრამების ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს გამჭვირვალე, ეფექტიან და ოპერატიულ პროცესს საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად, პრობლემების გადასაჭრელად და უკუკავშირის მისაღებად. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: FAOGE-ComplaintsAustrainproject@fao.org ან ნომერზ
","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"771129"},"url":"https://techgeo.ge/job/ganatskhadebis-migheba-mtsire-sainvestitsio-mkhardacheristvis-e506aae","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"UN FAO"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-27","validThrough":"2026-11-30T23:59:59+04:00"}