TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი

გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი

pontus-gonio Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

შპს "პონტუს გონიო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი . სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (ბათუმი ან თბილისი) სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის შემოსული ლიდების მიღება და დამუშავება; ** პოტენციური ინვესტორისათვის პროექტის, პროდუქტისა და მომსახურების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება; ** CRM სისტემაში ინფორმაციის ინფორმაციის ასახვა; ** ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი; ** შედეგზე ორიენტირებული; ** კონფიდენციალობის დაცვა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] . აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პონტუს გონიო"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პონტუს გონიოში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] .