TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების აგენტი

გაყიდვების აგენტი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

" მეტროპოლი " ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გაყიდვების გუნდს და ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს , რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის უძრავი ქონების პროექტების გაყიდვაში და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში. ლოკაცია: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროექტებისა და პროდუქტების პრეზენტაცია პოტენციური კლიენტებისთვის. ** მომხმარებლების კონსულტირება და მათთვის ოპტიმალური შეთავაზებების მომზადება. ** გაყიდვების სრული პროცესის მართვა პირველი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე. ** CRM სისტემაში კლიენტების მონაცემებისა და კომუნიკაციის აღრიცხვა. ** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა. ** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და კომპანიის მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** CRM და გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები. ** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა). ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** კვების უზრუნველყოფას. ** კორპორატიულ ნომერს. ** პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. ** ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს. ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!