გაყიდვების აგენტი
Job description
ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავებისა და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში " გრაფენსტოუნი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** გაყიდვებში, პრეზენტაციებსა და მოლაპარაკებებში 2-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook); ** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა. საქმე/მოვალეობა: ** კომპანიის პროდუქციის კარგად ცოდნა; ** პოტენციური კლიენტების მოძიება, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია; ** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება; ** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე; ** გაყიდვების სტრატეგიაზე გუნდთან ერთად მუშაობა და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა. აუცილებელი უნარები: ** პასუხისმგებლობა; ** ენერგიულობა; ** დახვეწილი საუბრის მანერა, ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი; ** მოლაპარაკების დაგეგმვისა და წარმოების უნარი; ** მუდმივად სწავლა და განვითარება. ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემოს; ** პროფესიონალთა გუნდს; ** სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დროს; ** გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; სასწავლო ტრეინინგებსა და პროგრამებს; საბონუსე სისტემა განხილვადია შერჩეულ კანდიდატთან; ** წარმატებული თანამშრომლები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში, სათაო ოფისში. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "აგენტი".