გაყიდვების ანალიტიკოსი
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება; ** მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის შეფასება, ანალიტიკა; ** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა; ** კონკურენტების ფასების ანალიზი; ** ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით; ** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება; ** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით; ** სასურველია 1С ოპერაციული სისტემის გამოცდილება; ** ინგლისური (აუცილებელი) - რუსული (სასურველი) სხვა უნარები: ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; ** ანაზღაურება 1500-დან გამოცდილების შესაბამისად. ** მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N 113დ. ** ჯანმრთელობის დაზღვევა. ** FitPass დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების - ანალიტიკოსი" მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება; 9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."