TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების და ფრონტ მენეჯერი

გაყიდვების და ფრონტ მენეჯერი

Topline თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 12, 2026

Job description

კომპანია ტოპლაინი გთავაზობს ვაკანსიას დითეილინგის გაყიდვების და ფრონტ მენეჯერის პოზიციაზე. სფერო: პრემიუმ კლასის ავტომომსახურება და დითეილინგი, შესაბამისად სასურველია ავტოსფეროს ცოდნა და ინტერესი! ტოპლაინი გაძლევს შანსს: გამოიმუშავო შენი შრომისა და წარმატების საპირწონე თანხა. იმუშაო მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში. გქონდეს ყოველდღიური შეხება წარმატებულ და შემდგარ ხალხთან. იმუშაო ყველასათვის საოცნებო სუპერმანქანების გარემოცვაში. შენი ადგილი ტოპლაინშია, თუ: გამოირჩევი გაყიდვების და კომუნიკაციის უნარით. შეგიძლია საჭიროებების იდენტიფიცირება და საუკეთესო სერვისის შეთავაზება. გაინტერესებს ავტოსფერო. ხარ ენერგიული, მონდომებული და მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული. მოვალეობები რომელიც შენს დაქვემდებარებაშია. მომხმარებლის მიღება, მისი საჭიროებების გაგება და სერვისის შეთავაზება. ავტომობილის დითეილინგისა და სხვა მომსახურებების გაყიდვების მართვა. მომხმარებელთა შეკვეთების დამუშავება და მონაცემთა ბაზების განახლება. გაყიდვების შედეგების ანალიზი და სტრატეგიის გაუმჯობესება. მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა. სერვისების პრეზენტაცია მომხმარებლისთვის. აუცილებელად დასაკმაყოფილებელი კომპონენტები: საოფისე პროგრამების კარგად ფლობა. ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა. ავტოსფეროს ინტერესი პირობები: ხელფასი: საშუალოდ 3000₾-5000₾, დამოკიდებულია მხოლოდ შენს მონდომებასა და შედეგზე. სამუშაო დრო: 9:30-18:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შესვენება 1:00-2:00. არგამოტოვო შენი შანსი, თუ ხარ დარწმუნებული, რომ გაქვს საკმარისი კვალიფიკაცია და მიზანდასახულობა ამ პოზიციისთვის, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და მიუთითე პოზიციის დასახელება შემდეგ მეილზე: [email protected] გაიგე მეტი ჩვენს შესახებ: Website - Topline.ge Instagram - Topline.ge Facebook - Topline