გაყიდვების და შოურუმის ასისტენტი
Job description
კომპანია " Greenleaf International Co., Ltd. "-ის საქართველოს ფილიალი ეძებს გაყიდვების და შოურუმის ასისტენტს . კომპანიის შესახებ: "Green Leaf International Co., Ltd." არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩინეთში. კომპანიას აქვს ფილიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთში, ნიგერიასა და ფილიპინებში. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების (კბილის პასტა, შხაპის გელი, შამპუნი და სხვა), კოსმეტიკისა (თვალის ლაინერი, ტუჩსაცხი) და კანის მოვლის საშუალებების (ლოსიონი, კრემი, შრატი) პირდაპირი გაყიდვები. ამჟამად კომპანია ხსნის ახალ ფილიალს საქართველოში (თბილისი, საბურთალო, ცაგარელის ქუჩა N21). სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია განათლება ბიზნესის მიმართულებით; ** ქართული და რუსული ენების ფლობა მშობლიურ ან/და თავისუფალ დონეზე. სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** განვითარებული კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთა მიღება და დახვედრა შოურუმში; ** პროდუქციის მახასიათებლების დეტალური გაცნობა/კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისთვის; ** ოფისისა და შეხვედრების ოთახის სარგებლობის გრაფიკის მართვა და აღრიცხვა; ** შემოსულ სატელეფონო ზარებიზე პასუხის გაცემა; ** მაღაზიის ინვენტარისა და მარაგების კონტროლი; ** პროდუქციის ეტიკეტირება; ** სალაროს მართვა და ყოველდღიური ფულადი სახსრების აღრიცხვა; ** შოურუმში გაყიდვების პროცესის წარმოება; ** კომპანიის ღონისძიებებისა და პრეზენტაციების მხარდაჭერა; ** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. ანაზღაურება და პირობები: ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; ** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1200 ლარი (ხელზე ასაღები); ** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1400 ლარი (ხელზე ასაღები). სამუშაო საათები: ** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით) ** შაბათი: 11:00-16:00 (1-საათიანი შესვენებით) შენიშვნა: შესაძლოა დაფიქსირდეს იშვიათი ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, რაც ანაზღაურდება დამატებითი დასვენების დროით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართებზე: ელ-ფოსტა: [email protected] / [email protected] WhatsApp: +995 591 06 67 42 / +995 598 70 07 73 ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოსულ განაცხადს და შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ სამუშაო ადგილს, საათებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.