---
title: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
description: ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და ლიდერული თვისებების მქონე გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს , რომელიც სათავეში ჩაუდგება გაყიდვების გუნდს, შეიმუშავებს კომპანიის ზრდის სტრატეგიას და უზრუნ
---

# გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-14  
**Apply by:** 2026-11-14

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=760832)

## Job description

ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და ლიდერული თვისებების მქონე გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს , რომელიც სათავეში ჩაუდგება გაყიდვების გუნდს, შეიმუშავებს კომპანიის ზრდის სტრატეგიას და უზრუნველყოფს დასახული კომერციული მიზნების მიღწევას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის შემუშავება, დანერგვა და მართვა ** გაყიდვების გუნდის ეფექტური ლიდერობა, მოტივირება, განვითარება და KPI-ების კონტროლი ** გაყიდვების პროცესების, ძაბრის (Sales Funnel) და სტანდარტების ოპტიმიზაცია / სისტემატიზაცია ** წლიური და თვიური გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი ** სტრატეგიულ / მსხვილ B2B პარტნიორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების მართვა ** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ტენდენციების მუდმივი ანალიზი ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ** სხვა დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ფინანსები) მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B / საინჟინრო / ტექნიკურ სექტორში) ** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა) ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და KPI სისტემების მართვის ცოდნა ** გუნდის მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის გამოკვეთილი უნარი ** B2B სექტორში მოლაპარაკებების წარმოებისა და მსხვილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ** CRM და სააღრიცხვო სისტემებთან (მაგ. FINA) მუშაობის გამოცდილება ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი რას გთავაზობთ: მაღალ კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი დეპარტამენტის შედეგებიდან გამომდინარე. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.m.basiladze@gmail.com . დანიშნულების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
