TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

english-book-education Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცელობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press. ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში. " English Book Education " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება წინასწარ გაწერილი მიზნების მისაღწევად; ** გაყიდვების პროგნოზირების და გაყიდვების პროცესის მართვის სისტემების შექმნა და დანერგვა; ** გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ** გაყიდვების გუნდის წევრებთან ერთად არსებულ და ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** გუნდის თითოეული წევრისთვის ინდივიდუალური გაყიდვების მაჩვენებლების განსაზღვრა, მონიტორინგი და შეფასება; ** გუნდის თითოეული წევრისთვის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგმასალების შემუშავება და განახლება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე სფეროში); ** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2, B2+); ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); პროფესიული და პიროვნული უნარები: ** ლიდერული და მმართველობითი უნარები; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.