TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი (Field Force Sales Manager)

გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი (Field Force Sales Manager)

ფარმაცევტული კომპანია ეგისი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი გენერიული ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლს. დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის (Field Force Sales Manager) პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; გაყიდვების გუნდის (15 სამედიცინო წარმომადგენელი და რეგიონული მენეჯერი) მართვა, განვითარება და მოტივაცია; გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა; ბაზრისა და გაყიდვების შედეგების ანალიზი, პროგნოზებისა და ანგარიშების მომზადება; ურთიერთობების განვითარება სტრატეგიულ პარტნიორებთან (საავადმყოფოებო, კლინიკები და აფთიაქები); თანამშრომლობა მარკეტინგის, სამედიცინო, კომერციულ და სხვა დეპარტამენტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება; გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება; საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კარგი ცოდნა; CRM/SFE სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ცოდნა; უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ბიზნესის მიმართულებით). ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას და კვარტალურ ბონუსს; კომპანიის ავტომობილს; ტელეფონის სასაუბრო დროს; პარკირების წლიური საფასურის ანაზღაურებას; მოთხოვნის შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და ქართულ ენებზე ფოტოსურათით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით: https://jobs.servier.com/job-invite/12100/ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შემდგომი გასაუბრებისთვის. ჩვენი მისიაა ვემსახუროთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცოდნით და ვუზრუნველყოთ მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება.