გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
Job description
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „ სანდომი “ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტები) მიმართულებით ( დასავლეთ საქართველოში) სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი; განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია ძირითადი ფუნქცია TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა, პრისეილერების გუნდის ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, დისტრიბუციის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის კომერციული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა. ფუნქცია/მოვალეობები TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების კონტროლი; პრისელერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი; გაყიდვების გეგმების დასახვა, KPI-ების შესრულების კონტროლი და გუნდის შედეგების შეფასება; თანამშრომლებთან საველე ვიზიტების (Field Coaching) განხორციელება, პროფესიული მხარდაჭერა, შეფასება და განვითარება; გაყიდვების ტერიტორიების, მარშრუტებისა და კლიენტების პორტფელის ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია; ახალი სავაჭრო ობიექტების, გაყიდვების შესაძლებლობებისა და პარტნიორების იდენტიფიცირება და განვითარების უზრუნველყოფა; არსებული პარტნიორების მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი; პროდუქციის დისტრიბუციის, წარმოდგენილობისა და გაყიდვების სტანდარტების დაცვის კონტროლი სავაჭრო ობიექტებში; დებიტორული დავალიანების (თანხების ამოღების) პროცესის კონტროლი და ვადების შესრულების უზრუნველყოფა; პროდუქციის დაბრუნებების პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; გაყიდვების მაჩვენებლების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი; გაყიდვების შედეგების შესახებ ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; გუნდის წევრების შერჩევის, ადაპტაციისა და შეფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; გაყიდვების ხელმძღვანელის ან ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; პრისელერების გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ტრადიციული სავაჭრო არხის (Traditional Trade – TT) მიმართულებით მუშაობისა და გაყიდვების მართვის გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას. დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/Wmdlt1ad