გაყიდვების კონსულტანტი
Job description
იტალიური სამზარეულოს ტექნიკის ბრენდი Smeg – ის გაყიდვების აგენტი საქართველოში ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების კონსულტანტებს , ბათუმის გრანდ მოლში განთავსებულ სტენდებზე, მცირე ზომის დიზაინერული სამზარეულოს ტექნიკის (ჩაიდანი, ტოსტერი, ყავის აპარატი, მიქსერი, წვენსაწური და ა.შ.) გაყიდვების მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: Smeg – ის ბრენდის კონცეფციის პრეზენტაცია, ბრენდის მიერ წარმოებული სამზარეულოს ტექნიკის თაობაზე კონსულტაცია, პროდუქციის გაყიდვა, სალარო აპარატთან მუშაობა და გაყიდვების პროგრამაში ტრანზაქციების შეყვანა, მარაგების მართვა, აღრიცხვა, კონტროლი. გაყიდვების გეგმის შესრულება. მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (სასურველია საოჯახო ტექნიკის ანდა პრემიუმ კლასის ტანსაცმლის სფეროში), კომუნიკაციის ძლიერი უნარები, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია. უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას, პლიუს გაყიდვების გეგმაზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას. მუშაობის გამოცდილებას მსოფლიო დონის პრემიუმ ბრენდთან. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე (CV) ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “Smeg – ის გაყიდვების კონსულტანტი" გისურვებთ წარმატებას!