გაყიდვების კონსულტანტი
Job description
" ინტელკომ ჯგუფი ", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/ ძირითადი მოვალეობები: ** სასაწყობე ოპერაციების წარმოება ** გაყიდვების მართვა და კლიენტთა მომსახურება ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ანაზღაურება და ბენეფიტები: ** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე , კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები; სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე [email protected] და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების კონსულტანტი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.