გაყიდვების კონსულტანტი
Job description
"გიგლსი" არის "ვილბურ ჰოლდინგში" შემავალი ერთ-ერთი კომპანია; "ვილბურ ჰოლდინგის" მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ვაცხადებთ გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, ლოკაციებზე: City Mall Saburtalo, Galleria Tbilisi, Tbilisi Mall/ სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00 სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან ** სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის ** მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში ** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება ** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება ** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება ** მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა ** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.