გაყიდვების კონსულტანტი
Job description
კომპანია "პარკეტის გალერეა" - მსოფლიოს საუკეთესო პარკეტის მწარმოებელი ბრენდების წარმომადგენელი (იმპორტიორი). კომპანია "პარკეტის გალერეა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში (ტბეთის ქ.N5): სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 შაბათი: 10:00-15:00 ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული+ბონუსი); ძირითადი მოვალეობები: ფილიალში მოსულ პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; გაყიდვების პროცესის სრული მართვა; პროდუქტებისა და მომსახურების პრეზენტაცია; მომხმარეველთა ბაზის განვითარება. მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; კომუნიკაციის მაღალი უნარ-ჩვევები; მიზანზე ორიენტირებულობა; ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.