გაყიდვების კონსულტანტი
Job description
"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, შემდეგ მაღაზიებში: ** სავაჭრო ცენტრი " თბილისი მოლი" - მულტიბრენდული მაღაზია CitySport ** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" - მაღაზია EA7 Emporio Armani კომპანია დაარსდა 2006 წელს და უკვე 20 წელია ოპერირებს ბაზარზე. იგი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდებს როგორიცაა: NewBalance, EA7 Emporio Armani, Peak, IcePeak, Luhta, Colmar და სხვა. არის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში არაუმეტეს 48 საათისა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; ** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; ** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება; ** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა; ** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო; ** კარიერული წინსვლა, განვითარებაში ხელშეწყობა. გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა თქვენი პირადი რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელ ფოსტაზე [email protected] ; "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.