გაყიდვების კონსულტანტი
Job description
"WEDGWOOD" - ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების ცნობილი ბრენდების (Wedgwood, Moser, Meissen Waterford, Rosenthal, Versace, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასაუბრო დონეზე კი ინგლისურ ენებზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი; ** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა. აუცილებელი პიროვნული თვისებები: ** დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა/შესწავლა; ** ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისას და შეკვეთის მიღების პროცესში; ** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას; ** სალარო ოპერაციების წარმოება და გაყიდული პროდუქციის სწორი პროგრამული ასახვა; ** მოვალეობები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია შოუ-რუმის გამართულ ფუნქციონირებასთან და ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** სამუშაო საათები: 11:00-20:00 (შესვენება 1 საათი); ** ლოკაცია: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N8 ; ** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 1 თვე; ** შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი. დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გაითვალისწინეთ! ** CV შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი"; ** ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას