გაყიდვების კონსულტანტი
Job description
შპს "ცენტრი" , რომელიც ახორციელებს ელექტროსამონტაჟო პროდუქციით საცალო/საბითუმო ვაჭრობას, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი . ირ. აბაშიძის 21 ა (ყოფ. დოკის ეზო) ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ** სრულყოფილად იცოდეს მასზე ჩაბარებული პროდუქცია; ** თაროების მოწესრიგება და ახალი საქონლით რეგულარულად შევსება; ** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მიღებაში, მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში; ** ფასების იარლიყების სწორად განთავსება; ** მაღაზიაში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება. სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ექვსი დღე, 9:00-18:00) ანაზღაურება: 1530 ლარიდან (Net: 1200 ლარი ) დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!