TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების კონსულტანტი

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge კომპანია „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეონიძის 1; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00. გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.