TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების კონსულტანტი

გაყიდვების კონსულტანტი

ოპტიმისტი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

ოპტიკური კომპანია ‘’ოპტიმისტი’ ’ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში. კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი. პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾). იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება; პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება; მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; მიზანსწრაფულობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას; პროფესიულ ტრეინინგებს; კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას; თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected] და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!