---
title: გაყიდვების კონსულტანტი / შოურუმის მენეჯერი
description: "Aito Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის / შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი კომპანიის შესახებ: AITO — ავტომობილების ბრენდი, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამედროვე დი
---

# გაყიდვების კონსულტანტი / შოურუმის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-10  
**Apply by:** 2026-10-10

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=751625)

## Job description

"Aito Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის / შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი კომპანიის შესახებ: AITO — ავტომობილების ბრენდი, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამედროვე დიზაინსა და კომფორტს აერთიანებს. Huawei-ის ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი AITO ახალი თაობის ავტომობილებს გვთავაზობს და პრემიუმ მობილობის ახალ სტანდარტს ქმნის. "AITO Georgia"-ს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომსახურება: შოურუმში შემოსული სტუმრების მაღალკვალიფიციური მიღება, ბრენდის ღირებულებების გაზიარება და სრულყოფილი კონსულტაცია. ** პროდუქტის ექსპერტიზა: ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, უპირატესობებისა და ინოვაციური სისტემების დეტალური პრეზენტაცია. ** გაყიდვების ციკლის მართვა: პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების სრული პროცესის ადმინისტრირება. ** CRM და რეპორტინგი: მომხმარებელთა ბაზის მართვა, გრძელვადიანი ლოიალობის ჩამოყალიბება და შესრულებული სამუშაოს ანალიზი. ** მარკეტინგული ჩართულობა: ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი იდეების გენერირება. ** მიზნების მიღწევა: კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით). ** გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (ავტოინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად). ** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად. ** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი. ** მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა). პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმართვის გამორჩეული უნარი. ** სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + მოქნილი ბონუსური სისტემა (Limitless commission). ** სამუშაო გარემო: თანამედროვე, ტექნოლოგიური და მეგობრული ატმოსფერო. ** განვითარება: პროფესიული ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის შესაძლებლობა. ** კარიერა: რეალური შანსი გახდეთ გლობალური ბრენდის წარმატების ნაწილი საქართველოში. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე: info@aitogeorgia.ge მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Sales Manager / Showroom Manager". წარმატებებს გისურვებთ!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98+%2F+%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
