TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

აი ემ Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

" Furniture I AM " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ იმუშაოთ მაღალი ხარისხის პროდუქტთან, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტების კონსულტაცია ოფისში, ტელეფონითა და მესენჯერების საშუალებით; ** შემოსული მოთხოვნების დამუშავება; ** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** ავეჯის ღირებულების წინასწარი კალკულაციის მომზადება; ** კლიენტის სრულყოფილი მომსახურება პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** დიზაინერებთან, ამზომველებთან და წარმოების გუნდთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართული ქართული და რუსული ენის ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად); ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** შედეგზე ორიენტირებულობა და განვითარებისა და სწავლების სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** დასაქმებას სტაბილურ კომპანიაში, რომელსაც საკუთარი წარმოება აქვს; ** მაღალი ხარისხის პროდუქტს; ** სამუშაო პროცესში სრულფასოვან გადამზადებას; ** კომფორტულ ოფისს თბილისის ცენტრში; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. თუ თვლით, რომ გაყიდვები პირველ რიგში კლიენტის საჭიროებების სწორად გააზრება და საუკეთესო გადაწყვეტილების შეთავაზებაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ასევე შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595991191.