TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

აგრო ვეტერინარია Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

ჩვენ გახლავართ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე სხვადასხვა კვლევას. ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად. ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი " აგრო ვეტერინარია " აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას. ვაკანსიის განხილვაში იქნება სტუდენტებიც და შევთავაზებთ მათზე მორგებულ გრაფიკს; სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება ** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა ** დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება ** დამკვეთებთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმართვა ** ყველა საჭირო პროცედურის კონტროლი/მონიტორინგი, რათა დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება ** არსებულ დამკვეთებთან ურთიერთობის განვითარება ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სასურველია გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულო არ არის) პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** კომუნიკაბელურობა შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება რას გთავაზობთ კომპანია: ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** მზარდ ანაზღაურებას ** საბონუსე სისტემას ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაცნობებთ, რომ შპს "საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.