გაყიდვების მენეჯერი
Job description
" ელექტრონული აკადემია " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ელექტრონული აკადემია წამყვანი სასწავლო და ტრენინგ ცენტრია. 2019 წლიდან აქტიურად ვმოქმედებთ ქართულ ბაზარზე, ხოლო ჩვენი გუნდი განათლებისა და ტრენინგების სფეროში 24 - წლიან გამოცდილებას აერთიანებს. ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებს ვთავაზობთ თანამედროვე, პრაქტიკულ ტრენინგებს სხვადასხვა მოთხოვნად სფეროში. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი სწავლების საშუალებით ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება; ** ჩვენი პროდუქტებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ტრენინგების შეთავაზება; ** სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება; ** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პირველი კომუნიკაციიდან რეგისტრაციის დასრულებამდე; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა; ** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება; ** არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** გაყიდვების გეგმების შესრულება და განსაზღვრული KPI-ების მიღწევა; ** მომხმარებელთა მონაცემების მართვა და გაყიდვების ეტაპების განახლება; ** ტრენინგების ჯგუფების შევსების პროცესში აქტიური მონაწილეობა; ** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების მხარდამჭერი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში; ** გაყიდვების შედეგების დღიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება. რას ველოდებით კანდიდატისგან: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო ან B2B სექტორში); ** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: ** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა; ** სრული სამუშაო განაკვეთი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №3. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; "ელექტრონული აკადემიის" ტრენინგებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობას; მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] და ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2026 . თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. რეზიუმის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით აღნიშნული პირობებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.