TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

ABA Auto Georgia ქართული
Posted Jul 25, 2026 1 day ago apply by Aug 25, 2026

Job description

"ABA ავტო" ბროკერული სააგენტოა, რომელიც ადამიანებს მანქანების ყიდვა-გაყიდვას უმარტივებს. ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იქნება კომუნიკაბელური, მოტივირებული და ორიენტირებული შედეგზე. თუ გიყვართ გაყიდვები, მარტივად ამყარებთ ურთიერთობას მომხმარებლებთან და გსურთ განვითარება ავტომობილების სფეროში, შემოგვიერთდით. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა; ** ავტომობილების გაყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა; ** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ ბაზასთან მუშაობა; ** გაყიდვების გეგმის შესრულება; ** კომპანიის სოციალური ქსელებისთვის ვიდეოებში მონაწილეობა და ავტომობილების პრეზენტაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც არ ერიდება კამერის წინ გამოჩენა და მზად არის მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სარეკლამო ვიდეოებში. ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი - 500 ლარი ; ** ბონუსი ყოველი გაყიდული ავტომობილიდან (შეთანხმებით). თუ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გაინტერესებს ავტომობილების სფეროში კარიერული განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე [email protected] და შემოუერთდი "Aba Auto"-ს გუნდს!