TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

Location Georgia Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია " Location Georgia " (შპს "ლოკაცია ესეი") აცხადებს ვაკანსიას Sales Manager პოზიციაზე. "Location Georgia" დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების ექსკლუზიური პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სრულ მომსახურებას. თუ გსურს იმუშაო პროფესიონალურ გარემოში, განვითარდე გაყიდვების სფეროში და იყო წარმატებული გაყიდვების მენეჯერი, შემოგვიერთდი! ძირითადი მოვალეობები: ** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა ** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება ** კომპანიის მიერ დაგენერირებული ლიდების მეშვეობით, პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება ** ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა ** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე ** ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კლიენტთა საჭიროების იდენტიფიცირება და დაროული რეაგირება ** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება ** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიურად რეპორტინგის წარმოება პიროვნული თვისებები და უნარები: ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი ** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი ** კრეატიული აზროვნება ** ორგანიზებულობა ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება გაყიდვებში (ჩაითვლება პრიორიტეტულად) ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა ** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ბენეფიტები: ** უძრავი ქონების გაყიდვების პერიოდული ტრენინგი ** ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი სამუშაო საათები: 11:00-19:00 საათი (5 დღე, დასვენება შერჩევითი დღეები) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.