გაყიდვების მენეჯერი
Job description
თუ თქვენთვის გაყიდვა მხოლოდ ზარების რაოდენობა, სკრიპტები და KPI-ებია, ალბათ ეს შესაძლებლობა თქვენთვის არ იქნება. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ნდობის ჩამოყალიბება, იდეის სწორად გადაცემა და გსურთ რაღაცის აშენებაში იყოთ თავიდანვე ჩართული, მაშინ თქვენ გეძებთ. ვიწყებთ ახალი, არაურბანული საცხოვრებელი სივრცის "საკვირეს" განვითარებას ორბეთი-მანგლისის მიმდებარედ. ჩვენი მიზანი უბრალოდ მიწების გაყიდვა არ არის - ვქმნით სივრცეს, რომელსაც ექნება საკუთარი ხასიათი, იდენტობა და ცხოვრების განსხვავებული გამოცდილება. ამ ეტაპზე ვქმნით გაყიდვების მიმართულებას კომპანიის შიგნით და ვეძებთ პირველ ადამიანს, რომელიც თავიდანვე ჩაერთვება პროცესში, იმუშავებს უშუალოდ დამფუძნებელთან ერთად, გაივლის მთელ გზას პროექტის საწყისი ეტაპიდან და მალევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიმართულების განვითარებაში თქვენი როლი იქნება: ** ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება ** პოტენციური მომხმარებლების გაცნობა, მათი საჭიროებების გაგება და სწორი გადაწყვეტილებების შეთავაზება ** პროექტის წარდგენა და გაყიდვების პროცესის მართვა ** მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებლის უკუკავშირის გაზიარება ** გაყიდვების პროცესის განვითარებაში მონაწილეობა და პროცესის ხელმძღვანელობა ვის ვეძებთ: ** ადამიანს, რომელსაც აქვს რამდენიმეწლიანი პროფესიული გამოცდილება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (აუცილებელი არ არის მხოლოდ გაყიდვებში) ** აქვს ადამიანებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელი არ არის მხოლოდ გაყიდვებში) ** შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და პროცესების ორგანიზება ** აქვს კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ** აქვს ავტომობილის მართვის გამოცდილება და მოქმედი მართვის მოწმობა ** კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ოფისში, ისე შეხვედრებზე და პროექტის ლოკაციაზე გადაადგილებისას არ არის აუცილებელი, რომ წინა გამოცდილება მხოლოდ გაყიდვებში გქონდეთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობის პრაქტიკა, პასუხისმგებლობის შეგრძნება და სურვილი, იყოთ არა უბრალოდ თანამშრომელი, არამედ ადამიანი, რომელიც თავიდანვე ქმნის მიმართულებას. ანაზღაურება: შეთანხმებით - გამოცდილების, კომპეტენციისა და მოტივაციის შესაბამისად. თუ ამ აღწერაში საკუთარი თავი დაინახეთ, 20 ივლისის ჩათვლით, გთხოვთ: 1) გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი 2) რამდენიმე წინადადებით მოგვწერეთ, რატომ დაგაინტერესათ ამ პოზიციამ. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 25 ივლისისა. თუმცა, აპლიკაციებს განვიხილავთ შემოსვლისთანავე და შესაბამის კანდიდატებს შეიძლება დავეკონტაქტოთ განცხადების ვადის ამოწურვამდეც. ამ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.