გაყიდვების მენეჯერი
Job description
"FK Development" არის წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში. " Tonino Lamborghini Tower Batumi " - მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით შექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდირებული რეზიდენცია ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური კონცეფციითა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც პროფესიონალურ გარემოში შეძლებს კარიერულ განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დეველოპერული პროექტის წარმატებაში. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების პროფესიონალური კონსულტაცია და პროექტის სრულყოფილი პრეზენტაცია ** გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე ** შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პროექტის დათვალიერების ორგანიზება ** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ** CRM სისტემაში მონაცემების დროული და ეფექტური მართვა ** გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება ** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი ** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება ** უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა ** ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები ** ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა ** MS Office-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას ** მაღალ საბონუსე და საკომისიო სისტემას ** პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ კარიერულ განვითარებას ** თანამედროვე, დინამიკურ და საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს ** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით განხორციელებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტზე ** პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას სამუშაო ადგილი: ბათუმი განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] . თემის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი - Tonino Lamborghini Tower Batumi" ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.