TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

thermo-center Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა. შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე. სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველივე თვიდან; ** Fitpass. ფუნქცია-მოვალეობები: ** თერმო ცენტრის ფილიალებსა და ობიექტებზე წარმოდგენილი პროდუქციის გაცნობა მომხმარებლებისთვის; ** გაყიდული პროდუქციის პროგრამული ადმინისტრირება; ** ლოჯისტიკის ორგანიზება და მონიტორინგი; ** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვების ახალი არხების მოძიება და ინიცირება; ** პერიოდულობით, ცენტრალურ საწყობში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს იგივე ინდუსტრიის გამოცდილებით); ** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.