TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

ავტო იმპორტ ჯორჯია თბილისი ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე. ზოგადი უპირატესობა: ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან. ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მოვალეობები: პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება; მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე; კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები მაღალი სერვისული კულტურა: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-18:00 ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 3500 -4500 ₾ საშუალოდ. ბონუსის რაოდენობა შეზღუდული არ არის, დამოკიდებულია გაყიდვების მენეჯერის გამოცდილებაზე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!