გაყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია " ბითუბი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ეძებს ინგლისური ენის მცოდნე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტის-ინტერნეტ პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პლატფორმის მომხმარებლების (ბინათმესაკუთრეთა, სხვა უძრავი ქონების მფლობელების, უძრავი ქონების აგენტების, ბროკერების, ინსპექტორების, კონტრაქტორების და სხვა დაკავშირებული მხარის სახით) ზრდას. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური მომხმარებლების და პარტნიორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია. ** პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით. ** CRM სისტემებში, მათ შორის HubSpot, Attio-ში ან სხვა მსგავს სისტემებში პოტენციური მომხმარებლების ბაზის, შემდგომი კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის მართვა. ** ახალი პროდუქტის მნიშვნელობის, შინაარსის, ფუნქციონალისა და უპირატესობების მკაფიო და ეფექტური წარდგენა პოტენციური მომხმარებლებისთვის. ** უძრავი ქონების აგენტებთან, ბროკერებთან, ინსპექტორებთან, კონტრაქტორებთან და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ** მომხმარებლებისთვის პროდუქტის დემო ვერსიის წარდგენა, პროდუქტის ინტეგრაციისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა. ** მომხმარებელთა აქტივობების, მათი უკუკავშირის მონიტორინგი და მართვა. ** ფასების ჩამოყალიბების, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის გზავნილების გავრცელების, გაყიდვების სხვადასხვა არხების გამოყენების ტესტირებაში გუნდისთვის დახმარების გაწევა. ** ბაზრის უკუკავშირის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების პროცესში მიღებული ინფორმაციის გაზიარება კომპანიის დამფუძნებლებისა და პროდუქტის განვითარების გუნდისთვის. საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, უძრავი ქონების, მომსახურების სხვა სფეროში. ** ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი მომხმარებლებთან კომუნიკაციისას. ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე. ** ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ახალი პროდუქტის გაყიდვისა და მისი ეფექტურად წარდგენის უნარი. ** ინტერესი უძრავი ქონების, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო სერვისების სფეროს გაუმჯობესების კუთხით ** უძრავი ქონების ან საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, საკომისიო ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]